შემთხვევა

ინდოეთში თაგვებმა ბანკომატი გაძარცვეს

ინდოეთში უჩვეულო შემთხვევა დაფიქსირდა. თაგვებმა ბანკომატში არსებული მთელი თანხა გაანადგურეს.

აპარატი 20 მაისს გაფუჭდა. ბანკის თანამშრომლებმა ის მხოლოდ 11 ივნისს გახსნეს და დანაკუწებული და შეჭმული კუპიურები დახვდათ.

როგორ შეაღწიეს თაგვებმა ბანკომატის აპარატში, უცნობია. ზარალი 12 ათას რუპიას აღემატება.

საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

კომენტარები