გივი თარგამაძე

მოსკოვის სასამართლომ გივი თარგამაძეს პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, საქართველოს პარლამენტის წევრ, გივი თარგამაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. თარგამაძეს ბრალს დებენ რუსეთში მასობრივი არეულობების მომზადებაში. 

მოსკოვის პოლიციამ ქართველ დეპუტატზე ფედერალური ძებნა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. გივი თარგამაძე ძებნილ პირთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, რომლითაც კომიტეტმა სასამართლოს 19 თებერვალს მიმართა, თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება.  

გამოძიების მიერ თარგამაძეს ბრალი ედება, 2012 წლის 6 მაისს მოსკოვში ბალოტნაიას მოედანზე მასობროვი არეულობების მომზადებაში, რუსული ოპოზიციური ძალების დაფინანსებასა და ხელმძღვანელობაში. 

ქართული მხარე აცხადებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, გივი თარგამაძე რუსეთს არ გადაეცემა.

 

კომენტარები