რობაქიძის საქმე

"ვიდეოპატრულის" ჟურნალისტს, პირველ ვიდეომასალაში იარაღი არ უნახავს

"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული ვიდეომასალის ნაწილი, სადაც იარაღები ფიქსირდება, მისთვის უცნობია. მუკბანიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ რობაქიძის საქმეზე გადაღებულ პირველ მასალაში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიქსირდება.

"მე უკვე ძიებას მივეცი ჩვენება და არაერთხელ დავაფიქსირე ჩემ მიერ ნანახი შემთხვევის ადგილზე. თუმცა, დღეს გავრცელდა გარკვეული კადრები, რომელზეც მე ჩემი აზრი გამაჩნია. ამ კადრებში ჩანს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მანქანაში დევს და პისტოლეტი, რომელიც ქუჩაში გდია. იმ პერიოდისთვის, როდესაც პირველი მასალა გადაიღო ოპერატორმა, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიქსირდებოდა. ვიდრე მეორე ცნობილი სურათი იქნებოდა, რომელიც ტელეეთერების საშუალებით გავრცელდა, არანაირი იარაღი არ დამინახავს. რომ დამენახა, აუცილებლად მემახსოვრებოდა და დღეს აუცილებლად ვიტყოდი, რადგან ამის რაიმე შეფერხება და დაბრკოლება არ არის ჩემი მხრიდან", - განაცხადა მუკბანიანმა.

მისთვის პირველი ვიდეომასალის ბედიც უცნობია:

"ამ კასეტის შესახებ მე შემიძლია ის ვთქვა, რაც მე ვნახე მანამდე, ვიდრე მანქანაში ჩავჯდებოდი. მე არ მომცემია საშუალება, რომ ეს მასალა გულდასმით გამეშიფრა. რომ ჩავსხედით მანქანაში, კამერა გამოართვეს ოპერატორს გურამ დონაძემ და მიქაძემ, დაათვალიერეს თავად კამერაშივე კადრები. ამ კადრებში ისმოდა გასროლის ხმა, მაგრამ იქ არანაირი იარაღი არ ყოფილა გადაღებული. შემდგომ დონაძემ გამოართვა ოპერატორს კასეტა, გადავიდნენ ის და მიქაძე მანქანიდან და დონაძემ უთხრა მას, რომ დაუძახებდა, როდესაც საჭირო იქნებოდა. 20-30 წუთის შემდეგ, დაუძახეს ვაწაძეს და მან დაიწყო იმ კადრების გადაღება, რომელშიც იარაღებიც იყო", - განაცხადა მუკბანიანმა.

მუკბანიანის თქმით, მან უკვე შემდეგ ნახა იარაღები, რომელიც საბარგულზე იდო, ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი კი - ბუტას ფეხებთან. "მე არ ვიცი, ეს კადრები რა დროს არის გადაღებული, თუმცა მე იქ რაც დავასახელე, სხვა იარაღები არ მინახავს", - აღნიშნა მუკბანიანმა.

და­უ­მონ­ტა­ჟე­ბელი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძე, დღეს გავრცელდა. მედიას აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ­ყო­ფე­ბა და­კით­ხვა­ზე. 

კომენტარები