ქართული ოცნება

ფილარმონიაში ქართული ონების პარტიული ყრილობა მიმდინარეობს

ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობას 1681 დელეგატი ესწრება. პარტიის ყრილობაზე მივიდა პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.

ყრილობაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის ნაცვლად პოლიტბიუროს უხელმძღვანელებს. პარტია ქართული ოცნება 2012 წლის აპრილში დაფუძნდა, მისი თავმჯდომარე დროებით მანანა კობახიძეა, რადგან კანონმდებლობის მიხედვით საქართველოების მოქალაქეობის არ მქონე პირს არ აქვს პარტიის თავმჯდომარეობის უფლება. ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა.

ყრილობაზე შესვლამდე ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას დაკითხვის შესახებაც. მისი თქმით, უმრავლესობამ უმცირესობას ამნისტია შესთავაზა, თუმცა ამაზე უარი მიიღო. 

„საპატრიარქოში ვიზიტისას სააკაშვილს შევთავაზე აგრესიული და ძალადობრივი იდეოლოგიის ნაცვლად ეფიქრათ ამინისტიაზე, რადგან ბევრს მოუწევს პასუხისგება, მაგრამ სააკაშვილმა მიპასუხა, რომ უგულავა და მერაბიშვილი არიან გმირები და ისინი სიამოვნებით ჩაჯდებიან ციხეში. მე მეგონა, რომ ეს იყო ხუმრობა. როგორც ჩანს სააკაშვილს თავის გუნდში ლიდერობა არ დაუკარგავს და სურს, რომ ეს ფაქტები პოლიტიკურ დევნად გამოაცხადოს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

უგულავას დაკითხვას შეეხო პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძეც. მისი თქმით, უგულავას დაკითხვაზე მისასვლელად სასამართლოს განჩინება არ უნდა დასჭირვებოდა.

ყრილობის დაწყებამდე კომენტარი გააკეთეს ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა. მურმან დუმბაძის თქმით, ქართულ ოცნებაში საკადრო გადახალისება გამორიცხული არ არის, რადგან პარტია ძალიან კონკურენტულია. 

ყრილობის პარალელურად ფილარმონიასთან იმართება აქცია, რომელზეც მოქალაქეები მათი საკუთრების დაკანონებას და წინასაარჩევნო პირობების შესრულებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს უმრავლესობის ლიდერი ეკა ბესელია შეხვდა. მან მონაწილეებს ურჩია ადამიანის უფლებათა კომიტეტს საერთო განცხადებით მიმართონ. 

კომენტარები