დაკითხვა

დავით კირკიტაძის დაკითხვა დასრულდა

პრეზიდენტის რწმუნებულის ქვემო ქართლში, დავით კირკიტაძის დაკითხვა დასრულდა. დაკითხვა დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

როგორც კირკიტაძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, კითხვები ეხებოდა დასაქმების სახელმწიფო პროგრამას. გამოძიება დაინტერესდა, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ სოციალური აგენტები და რა ფორმით ადგენდნენ მონაცემთა ბაზას.

"მე, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვიყავი მოტივირებული და ვაკეთებდი იმ საქმეს, რომ მოსახლეობა დასაქმებულიყო. პირველ ეტაპზე შექმნილიყო ბაზა, მომხდარიყო ამ ბაზაში გაერთიანებული ადამიანების გადამზადება და მომავალში მათთვის შეგვექმნა სამუშაო ადგილები", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რა ''სულელურ ბრლდებებს წამოაყენებს გამოძიება'' , ფაქტია, რომ ''ათასობით ადამიანი დადიოდა, ადგენდა სიებს და ცდილობდა, რომ სამუშაოს მაძიებლებს სამსახური ჰქონოდათ''.

კირკიტაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებას შეკითხვები კიდევ ექნება, ის მზად არის, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

კომენტარები