საქალაქო სასამართლო

ჯა­რე­ბის ლო­გის­ტი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სარდალი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრალდებული გიორგი კერესელიძე, თბილსის საქალაქო სასამართლომ სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და კერესელიძე პირადი თავდებობით გაათავისუფლა.

"გიორგი კერესელიძეს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ესე იგი, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფო კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (საქართველოს სსკ-ის 333 მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტები). 

ბრალდებულის სათანადო ქცევაზე პასუხისმგებლობა იკისრეს და პირად თავდებად დაუდგნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფროსი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები'', - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

როგორც სასამართლომ განმარტა, ბრალდებული არ არის წარსულში ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი და ორი მცირეწლოვანი შვილი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, ''ასევე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და სამშობლოსათვის თავდადებისათვის'' და ბრალდებულის მხრიდან, ''ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს''. 

 

კომენტარები