საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ისევ ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ისევ ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს. მშვენიერაძე თავმჯდომარედ 5 წლის ვადით დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს. ჯანეზაშვილი ასევე წერს მშვენიერაძის კარიერულ საფეხურებზე.

" 2017 წელს ის მოსამართლეებმა იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს 4 წლით.

2017 წელს ის გახდა უვადო მოსამართლე.

მოგვიანებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით, მაგრამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

შემდგომ ის იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩია, 5 წლის ვადით და ეს თანამდებობაც დატოვა.

აგვისტოში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა 5 წლის ვადით და ეს პოსტიც დატოვა ვადაზე ადრე.

ახლა ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა 5 წლის ვადით". – წერს ჯანეზაშვილი

2017 წელს თანამდებობაზე ვასილ მშვენიერაძემ გიორგი მიქაუტაძე შეცვალა. მშვენიერაძემდე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ნიკოლოზ მარსაგიშვილი ასრულებდა.

კომენტარები