გაფიცვა

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. დღეს დილიდან გაფიცულია ხუთი მაღარო და შვიდი გადამამუშავებელი ქარხანა. გარდა ამისა, რვა მაღაროელი, შუქრუთის მაღაროს სიღრმეში იმყოფება და ისინი ამოსვლაზე უარს აცხადებენ. 

გაფიცულ მაღაროელებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ. მათი პირველი მოთხოვნა 28-დღიანი შვებულების 48 დღემდე გაზრდაა. ისინი ასევე ითხოვენ კონსტიტუციით გათვალისწინებული უქმე დღეების დაკანონებას. მესამე მოთხოვნა კი, ავადმყოფობის შემთხვევაში გაუთვალისწინებელი დასვენების დღეების რაოდენობის გაზრდას ეხება. 

შეგახსენებთ, ჭიათურის მაღაროელები 2012 წლის შემოდგომაზეც იყვნენ გაფიცული. 

კომენტარები