გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ფანჯიკიძე: ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი შეიძლება იყოს დაფიქსირებული კონსტიტუციაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ლატვიის სეიმის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს ესაუბრა.

როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, საქართველოს პროევროპული არჩევანი, ქართველი ხალხის არჩევანია.

"მე არ ვარ საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი და ჩემს უფლებამოსილებებს აღემატება ვთქვა, თუ რა შეიძლება იდოს კონსტიტუციაში და რა არა - მაგრამ ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც არის ევროპული გზა და რომელშიც ეჭვი არავის არ ეპარება, ჩემი აზრით, შეიძლება იყოს დაფიქსირებული კონსტიტუციაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ამის სპეციალისტი არ ვარ და ჩემს თავზე იმაზე მეტს ვერ ავიღებ, რაც შემიძლია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი, უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ 14-პუნქტიან ინტერფრაქციულ დოკუმენტსაც გამოეხმაურა.  

"მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდება ეს დოკუმენტი. ეს არის პირველი შეთავაზება. მასზე მსჯელობა შეიძლება, თუ რა დარჩება ამ დოკუმენტში და რა არა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი საფუძველი, ძალიან კარგი სამუშაო დოკუმენტი, რომელზედაც შეიძლება უფრო ფართო მსჯელობა გაიმართოს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

კომენტარები