გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გიდო ვესტერველე: იმედია, მთავრობის შეცვლა NATO-სთან დაახლოების კურსზე გავლენას არ მოახდენს

"უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიულობის გზაზე, ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ მას დემოკრატიულ განვითარებებში. საქართველო ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პარტნიორია", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ ბრიუსელში, NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე. 

მისივე განმარტებით, გერმანიას სურს, საქართველო წარმატებულ, დემოკრატიულ და პროევროპულ კურსს გაჰყვეს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მთავრობის შეცვლა NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოების კურსზე გავლენას არ მოახდენს.

 "ის ფაქტი, რომ დღეს ეს შეხვედრა იმართება, ვხდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ცხადს ხდის ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენ ძალზედ დაინტერესებულნი ვართ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებით", - აღნიშნა გიდო ვესტერველემ.

 

კომენტარები