პროკურატურა

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი, ზვიად კერვალიშვილი, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. 

როგორც ცნობილია, კერვალიშვილი კაჩინსკის სახელობის სკვერის მშენებლობასთან დაკავშირებით დაიკითხება. სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, ამავე საქმეზე გუშინ ისანი-სამგორის გამგებელი, თემურ გრიგალაშვილი დაიკითხა. 

 

კომენტარები