ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო

ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკას დაუბრუნდეს

სასამართლო პროცესის შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. 

"პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. ბუნებრივია, გარკვეული ბუნდოვანებიდან გამომდინარე, კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, ეს ბუნდოვანება მხოლოდ ჩემი გადასახედიდან არ ჩანს, ქვეყანაში მდგომარეობაა ასეთი. უახლოესი თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პირად პრობლემებს მოვაგვარებ, მათ შორის ოჯახი მყავს გადმოსაყვანი, შემეძლება მეტი კონკრეტიკით ვისაუბრო", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

ოქრუაშვილი პრეზიდენტისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

"უახლოეს მომავალში სააკაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ვითხოვ, ყველა იმ პერიპეტიებზე, რაც ჩემთან დაკავშირებით ხდებოდა გასული წლების განმავლობაში. მარტივად გამოჩნდა, რომ ყველა ბრალდება იყო შეთითხნილი, დამყარებული იყო ცარიელ ქაღალდებზე. შესაბამისად, მთელი ამ 5 წლის განმავლობაში, ჩემ მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება, რომელზეც ფილმები იყო გადაღებული, აღმოჩნდა, რომ ერთ დღეში გაბათილდა. ასე რომ, სააკაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ველოდები", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 
ოქრუაშვილი საქართველოში 2012 წლის ნოემბერში, ოთხი ბრალდებით დაბრუნდა. პროკურატურამ ოთხივე მათგანზე ბრალდება მოუხსნა. 

კომენტარები