ელჩები

პრეზიდენტმა პარლამენტს ელჩობის კანდიდატურები წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პარლამენტს ელჩობის კანდიდატურები წარუდგინა. 

აშშ-ში საქართველოს ელჩობის კანდიდატია არჩილ გეგეშიძე, ჩეხეთის რესპუბლიკაში - ზაალ გოგსაძე, ხოლო უკრაინაში - მიხეილ უკლება.

ბელგიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, ასევე ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე - ნატალია საბანაძის კანდიდატურაა წარდგენილი. უნგრეთში საქართველოს ელჩად პრეზიდენტმა, ზაზა კანდელაკის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება ლატვიის რესპუბლიკას - ელჩად თეიმურაზ ჯანჯალიას კანდიდატურაა წარმოდგენილი.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ასევე ევროპის უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, პრეზიდენტმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

რაც შეეხება იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, მიხეილ სააკაშვილმა კარლო სიხარულიძის კანდიდატურა წარადგინა.

ელჩობის კანდიდატების სია პრეზიდენტმა პარლამენტს დღეს წარუდგინა. 

კომენტარები