ელჩები

საქართველოს პარლამენტმა სამი ახალი ელჩი დაამტკიცა

დღეს საქართველოს პარლამენტმა ნორვეგიასა და ყაზახეთში ახალი ელჩები დაამტკიცა და ასევე კენჭი უყარა ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კანდიდატურას.

ნორვეგიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა მამუკა ციხელიშვილმა დაიკავა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი იყო. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით მუმლაძე გახდა.

ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად პარლამენტმა კარიერული დიპლომატი, შალვა ცისკარიშვილი დაამტკიცა. მუდმივი წარმომადგენლის ფუნქციებს ამ დრომდე შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ასრულებდა. 

კომენტარები