საგარეო ურთიერთობები

ბიძინა ივანიშვილი: ნებისმიერი ჩემი ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა. 
პრემიერის თქმით, მისი ყველა ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო.
''ჩემი ვიზიტების შესახებ გახსოვთ, დაწყებული ბრიუსელიდან, დავოსში ვიზიტი, აზერბაიჯანში, სომხეთში. ჩემი აზრით, ნებისმიერი ჩემი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. მქონდა ძალიან საინტერესო შევხედრები'', - განაცხადა ბიძინა ივანივშილმა.
პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის, ფინანსთა მინისტრისა და შსს მინისტრის აშშ-ში ვიზიტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ''თითოეულ მათგანს ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა''. 
ბიძინა ივანიშვილის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მიერ ხდება სიცრუის ტირაჟირება, რომ საგარეო პოლიტიკა წარუმატებელია. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის მიმართულებით ''სწორად და გამართულად მივდივართ და ოპონენტების კრიტიკა აქაც გაუგებარია''.
რაც შეეხება ურთიერთობებს რუსეთთან, პრემიერის განმარტებით, ურთიერთობების დალაგების პროცესი დაწყებულია და იმპულსები ძალიან დადებითია. 
''გავიხსენოთ რუსეთი - ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი. ურთიერთობების დალაგების პროცესი დაიწყო. იცით ჩვენი ნაბიჯები, რაც გავაკეთეთ - ზურაბ აბაშიძის დანიშვნა, დაიწყო შეხვედრები'', - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები