პროკურატურა

ბუტა რობაქიძის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხვაზე გიორგი ღვინიაშვილს იბარებენ

საქართველოს მთავარი პროკურატურა კახეთის ყოფილ გუბერნატორს, პარლამენტის წევრს გიორგი ღვინიაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იბარებს. ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.

"ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების (ირაკლი მიქაბერიძის, კახაბერ აზარიაშვილის, ლევან დანგაძის, აკაკი ბართაიას და გიორგი ქურდაძის ) მიმართ პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გამოძიებას აწარმოებდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა და თბილისის პროკურატურა. გიორგი ღვინიაშვილი თბილისის პროკურორი იყო 2004 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ჩათვლით.საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კითხვები აქვს გიორგი ღვინიაშვილთან, როგორც ამ გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელთან", - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ღვინიაშვილი დაკითხვაზე დღეს, 14:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. პროკურატურის ცნობით, გიორგი ღვინიაშვილს დაკითხვაზე განმეორებით დაიბარებენ.

კომენტარები