პრესის თავისუფლება

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო მეასე ადგილზეა

საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2013 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ რეიტინგი 4 საფეხურით გაიმჯობესა და მეასე ადგილზეა.

"საქართველოს (მე-100, +4), მოლდოვას (55-ე, -2), სომხეთსა (74-ე, +3) და ყირგიზეთს (106-ე, +2), მიუხედავად ინდექსის მაჩვენებელში ფართო სხვაობისა, ბევრი საერთო აქვთ. ამ ქვეყნებში არსებობს მედიის პლურალიზმი და დაბალი სახელმწიფოებრივი ცენზურა, თუმცა ისინი კვლავ აწყდებიან მნიშვნელოვან პრობლემებს, მათ შორისაა - მედიადამოუკიდებლობა და ჟურნალისტების სამუშაო გარემო. ჟურნალისტები, როგორც წესი, პოლარიზებული საზოგადოების ფრონტის ხაზზე არიან და მათ გავლენიანი ჯგუფები ისე ექცევიან, როგორც ადვილად მოსაპოვებენ ნადავლს", - ნათქვამია ანაგრიშში.

პრესის თავისუფლებით პირველ სამ ადგილზე ფინეთი, ნიდერლანდები და ნორვეგიაა. 

კომენტარები