პრესის თავისუფლება

EU-ს ქვეყნებს შორის საბერძნეთი პრესის თავისუფლებით კვლავ ბოლო ადგილზეა – კვლევა

3 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზედიზედ მეორე წელია, საბერძნეთი პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საბერძნეთი რეიტინგში, კატარისა და ტაილანდის შემდეგ, 107-ე ადგილზეა და უარესი შედეგი აქვს, ვიდრე ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნიგერია, ლესოთო და ჰაიტი.

მართალია, საბერძნეთმა გასულ წელთან შედარებით შედეგები გააუმჯობესა, თუმცა საბოლოო შეფასება 2023 წელს 100-დან სულ 55,2 ქულაა. შედარებისთვის, პრესის თავისუფლების მხრივ მოწინავე ქვეყნების - ნორვეგიის, ირლანდიის, დანიისა და შვედეთის ქულები 88-დან 95-მდე და უფრო ზემოთაც მერყეობს.

საბერძნეთის არსებული რეიტინგის ძირითადი მიზეზი სადაზვერვო სააგენტოების მიერ ჟურნალისტების თვითნებური თვალთვალია, რასაც კვლევაში "2022 წელს ევროკავშირში პრესის თავისუფლების ყველაზე დიდ დარღვევას" უწოდებენ. ამასთან, კვლევის მიხედვით, ხშირია მედიაში მთავრობის ჩარევა, შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესი და ჟურნალისტების არასაკმარისი სამართლებრივი დაცვა. 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს კრიმინალური რეპორტიორის, გიორგოს კარაივაზის მკვლელობა აქამდე არ გამოძიებულა.

კომენტარები