საპარლამენტო უმცირესობა

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ კანონპროექტის ინიციატივით გამოდის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ კანონპროექტის ინიციატივით გამოდის. სამი კომპონენტისგან შემდგარი კანონპროექტი  პარტიის ოფისში ვიცესპიკერმა გიორგი ბარამიძემ წარადგინა. 

მისი განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური გახდა ქვეყნის დსთ-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება, რომელზეც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური პირები საუბრობენ.

საპარლამენტო უმცირესობა იმედოვნებს, 3-კომპონენტიან კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობაც მხარს დაუჭერს. 

"კანონპროექტის პირველი კომპონენტია NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების კურსის უცვლელობა, რათა არცერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს ამ გზას და შეიქმნას საკანონმდებლო გარანტიები კურსის უცვლელობის შესახებ, მეორეა - საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რომელიც ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის და მესამეა - არ გაწევრიანდეს საქართველო დსთ-ში, ევრაზიულ კავშირში, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციაში, საბაჟო კავშირში და სხვა გაერთიანებებში, სადაც ოკუპანტი ძალა არის წამყვანი და რომლებშიც გაწევრიანება საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ. 

 

კომენტარები