დაკავებები

ემირიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსი გიორგი ემირიძე ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

ემირიძე აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსად ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ნოემბერში წარადგინა.

მოისწრაფიშვილის თქმით, ემირიძემ შპს "შავი ზღვის სალოცმანო სამსახურის" დამფუძნებლებისაგან სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით ქრთამი, კერძოდ 15 ათასი ლარი აიღო. ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. ”აღნიშნული დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით, შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

კომენტარები