დაკავებები

ცეზარ ჩოჩელს 200 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ცეზარ ჩოჩელისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე არ დააკმაყოფილა. მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს ორასი ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა შეეფარდა. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, გირაოს თანხას დღესვე გადაიხდიან.

ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩოჩელს დაევალა პასპორტების ჩაბარება გამოძიებისთვის. პროკურორს პატიმრობის მოთხოვნის მიზეზად ის მოჰყავდა, რომ მას შეეძლო ქვეყანა დაეტოვებინა და მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.

ცეზარ ჩოჩელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 337-ე მუხლებით წაუყენეს. გამოძიება მას სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბა.

 

კომენტარები