NBA

ფენიქს სანსმა ლ.ა კლიპერსი დაამარცხა

ფენიქს სანსმა დიდწილად გორან დრაგიჩის შესანიშნავი თამაშის წყალობით წყნარი ოკეანის დივიზიონის ლიდერი ლოს ანჯელეს კლიპერსი ანგარიშით 93-88 დაამარცხა. სლოვენიელმა სამქულიანი ნიშნულიდან 14-დან 11 ნასროლი მოათავსა ფარში, საბოლოოდ კი 24 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. კლიპერსს კვლავ აკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კრის პოლი, რომელმაც დაშავებული მუხლის გამო უკვე მეორე შეხვედრა გამოტოვა. წლის საუკეთესო მეექვსე მოთამაშის ტიტულის პრეტენდენტი ჯამალ კროუფორდი კლიპერსის რიგებში 21 ქულით საუკეთესო იყო, რასაც ვერ ვიტყვით ბლეიკ გრიფინზე, რომელმაც მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და ბურთი რვაჯერ მოხსნა. გამარჯვების მიუხედავად, წყნარი ოკეანის დივიზიონში ფენიქს სანსი უკანასკნელ პოზიციას ინარჩუნებს, ლოს ანჯელეს კლიპერსი კი კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო დასავლეთ კონფერენციაში ოკლაჰომას და სან ანტონიოს შემდეგ მესამეა.

კომენტარები