საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული მონპელიეს მორაგბე მამუკა გორგოძე, შესაძლოა, წლევანდელი სეზონის ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელონ. გორგოძემ მონპელიეს უკანასკნელ ორ შეხვედრაში უკაპიტნა და დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ გუნდი პლეი ოფში გავიდა.
შარშან, ევროპის საუკეთესო მორაგბედ ირლანდიური ლენსტერის მოთამაშე რობ კირნი დაასახელეს. გორგოძის გარდა, პრესტიჟულ ნომინაციაში გამარჯვების შანსი 14 გამორჩეულ მორაგბეს აქვს.
ევროპის საუკეთესო მორაგბეს 17 მაისს დუბლინში, ჰაინეკენის თასის ფინალის შემდეგ დაასახელებენ.
კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: მამუკა გორგოძე (მონპელიე), სტეფონ არმითიჯი (ტულონი), მორგან პარა, ჟულიენ ბონერი, ვესლი ფოფანა (სამივე - კლერმონი), საიმონ ზებო (მანსტერი), რორი ბესტი, რუან პინარი (ალსტერი), ჯო ლანჩბერი (ვოსფსი), მაიკ ბარაუნი, ჟეიმზ ჯონსტონი (ჰარლიქვინზი), დენ კოლი, ჯეფ პერლინგი (ლესტერ ტაიგერზი), ოუენ ფარელი, ჩარლი ჰოჯსონი (ორივე - სარასენზი).





