მთავრობა

თეა წულუკიანი: თუ შეცდომას დავუშვებ, პრემიერს უფლება აქვს, საჯაროდ გამკიცხოს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თუ იუსტიციის მინისტრი შეცდომას დაუშვებს, პრემიერს უფლება აქვს, ის საჯაროდ გაკიცხოს.

''თუ ორ ადამიანს შორის იყო ერთი-ერთზე შეხვედრა და ე.წ. მძიმე საუბრები, ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არაფერია. ამ დიალოგიდან რამეც რომ ვიცოდე, საჯაროდ ამაზე მაინც ვერ ვისაუბრებდი. თავდაცვის მინისტრმა ამ საკითხზე კომენტარი უკვე გააკეთა, პრემიერმაც უფრო მეტი დეტალი გახადა საჯარო, შესაბამისად, მე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე არ მევალება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

პრემიერმინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარიც. მისი თქმით, ''პრემიერმა თქვა ის, რაც თქვა''.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კოალიციაში გადაწყვეტილება ჯერ  მიღებული არ არის.

"ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი, შესაბამისად, ეს პოსტი უნდა დაიკავოს ადამიანმა, რომელსაც ექნება დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ამას გამოიყენებს, როგორც არბიტრი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

შეგახსენებთ, და­ვოს­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ვი­ცეპ­რე­მი­ე­რო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

 

კომენტარები