ვიზიტი რუსეთში

პატრიარქმა პუტინს ივანიშვილის მოკითხვა გადასცა

დღეს, 23 იანვარს, რუსეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა და პრემიერმინისტრ ივანიშვილის მოკითხვა გადასცა: "მსურს გადმოგცეთ ჩვენი პრემიერმინისტრის სალამი. ის აკეთებს ყველაფერ აუცილებელსა და შესაძლებელს სამომავლო ურთიერთობის დალაგებისთვის რუსეთთან. ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, აღმოიფხვრება და ჩვენ ვიქნებით კვლავინდებურად ძმები", - განაცხადა პატრიარქმა.

პუტინმა პატრიარქს საიუბილეო თარიღები მიულოცა და აღნიშნა მისი თავდადებული სამწყსო მსახურება. პუტინი დარწმუნებულია, რომ ნაყოფიერი სულიერი, კულტურული და ჰუმანიტარული დიალოგი იქცევა საიმედო საფუძვლად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა სამომავლო განვითარებისთვის.

 

 

კომენტარები