ჯანდაცვის სამინისტრო

დავით სერგეენკო: რეცეპტების სისტემაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს

რეცეპტების სისტემის აღდგენაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, მედიკამენტებზე არსებული რეგულაციები მნიშვნელოვან რევიზიას მოიცავს. 

"მუშაობა გვაქვს დაწყებული რეცეპტების სისტემის აღდგენაზე, როდესაც ექიმის დანიშნულებით მოხდება არა მარტო კონტროლდაქვემდებარებული, ანუ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება, არამედ ზოგადად გულსისხლძარღვთა დაავადებების მართვის, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება, რომ ეს იყოს სისტემაში მოყვანილი და დარეგულირებული. მე ახლავე ვგრძნობ ექსპერტების რეაქციას, ვადასტურებ, რომ მუშაობა მიმდინარეობს იმ მოდელით, რომელიც არამც და არამც არ გამოიწვევს მედიკამენტების გაძვირებას, პირიქით, ეს გარკვეულ ჩარჩოებში ჩააყენებს ყველაფერს", - განმარტა სერგეენკომ.

კომენტარები