საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოვიდა.

აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, რომელიც დაიღუპება, სამხედრო პენსია დაენიშნოს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო პენსიების გაორმაგებას. პრეზიდენტის ინიციატივით, სამხედრო პენსიები, სახელმწიფო პენსიის მინიმალური ოდენობის ორმაგი უნდა იყოს. ხოლო თუკი სამხედრო პენსიონერი გავა პენსიაზე, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დარჩეს სხვა სამსახურში.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ''ამის ფული დღეს ბიუჯეტში არის''.

"ამ კანონპროექტის ფინანსურ დასაბუთებას ჩვენ წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბრი­ფინ­გი ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. 

კომენტარები