საქართველო-სომხეთი

ბიძინა ივანიშვილი ტიგრან სარქისიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სომხეთის პრემიერს, ტიგრან სარქისიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის შენობაში გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზებზე იმსჯელეს. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყველა საკითხი ''კეთილმეზობლური პოლიტიკის კონტექსტში უნდა გადაწყდეს''.

ბიძინა ივანიშვილი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით დღეს დილით ეწვია. პრემიერთან ერთად, საქართველოს დელეგაციაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, სასჯელაღსრულების, კულტურისა და რეინტეგრაციის მინისტრები. 

კომენტარები