სასჯელაღსრულების სამინისტრო

სუბარი: თოფურიძის გარდაცვალების საქმეს სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის

ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ირაკლი თოფურიძე დღეს დილით გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.

მისი თქმით, თოფურიძის გარდაცვალების საქმეს სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. 

"თუ მოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მხრიდან არ მიექცა ირაკლი თოფურიძეს სათანადო ყურადღება, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, წინასწარ არსებული ინფორმაციით, ირაკლი თოფურიძეს ციხეში ყოფნის დროს სამედიცინო პერსონალისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. 

შეგახსენებთ, მუხროვანის ამბოხის ბრალდებით დაკავებული ირაკლი თოფურიძე პატიმრობიდან 13 იანვარს, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 

კომენტარები