ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილს 10-ათასლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის საქმეზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა 10-ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ასევე 10-ათასლარიანი გირაო შეეფარდა ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებულ იოსებ გიგუაშვილსაც, რომელიც დარბაზიდან გათავისუფლდა. რაც შეეხება ოქრუაშვილს, ის ჯერ პატიმრობაში რჩება, რადგან მასთან მიმართებით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს, ე.წ. ჯეოსელის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდება მოუხნა

კომენტარები