შეხვედრა

ირაკლი ალასანია ტენ ბრუკს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ტენ ბრუკს შეხვდა. მხარეებმა რეფორმებისა და კოჰაბიტაციის გაგრძელების შესახებ ისაუბრეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო უწყება იყოს დამოუკიდებელი და არაპოლიტიკური. მე ვესაუბრე მინისტრს, რომ გააგრძელოს რეფორმების გზა და კოჰაბიტაცია. ჩვენ საინტერესო და სასარგებლო დისკუსია გვქონდა", - განაცხადა ტენ ბრუკმა, ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ.

ტენ ბრუკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

როგორც ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია იყო. 

"მთავარი განსახილველი საკითხი შეხვედრაზე იყო საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, რომელსაც ჰოლანდია მხარს უჭერს. ასევე, სასარგებლო საუბრები გვქონდა იმ რეფორმების შესახებ, რაც იგეგმება სამინისტროში და იმ აქტიურობაში, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიჩინოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის", - განაცხადა ალასანიამ.

ჰო­ლან­დი­ის პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ტენ ბრუ­კის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 იან­ვარს დას­რულ­დე­ბა.

კომენტარები