შეხვედრა

დავით ნარმანია რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, აშშ-ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
როგორც ცნობილია, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ახორციელებს. 
მინისტრმა რიჩარდ ნორლანდს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას, რასთან დაკავშირებითაც ნორლანდმა მომავალი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა. 

კომენტარები