საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ სააკაშვილის საშობაო მილოცვა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გუშინ ღამე გამოქვეყნდა.

"გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 იანვარს აღნიშნავს. მრავალფეროვნება არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე ეფუძნება. ქვეყნის აღმშენებლობის, მისი დემოკრატიული განვითარების საქმეში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის უდიდესი დამსახურება, რომელიც ჩვენი ერების თანაცხოვრების მრავალფეროვნებაში აისახება და უძველეს სამოციქულო ეკლესიებს მიუძღვით", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

 

კომენტარები