დაკითხვა

ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა

ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა.

როგორც საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვა კვლავ რიყის ტერიტორიის გასხვისებას შეეხებოდა.

"მე ავუხსენი, რომ გვქონდა ძალიან ბევრი მცდელობა იმისა, რომ კონკურსი შემადგარიყო და სხვადასხვა პროექტები ყოფილიყო განხილული. ასევე აღვნიშნე, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების ფართო სპექტრმა იცოდა და ეს ცნობილი იყო, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის", - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე აზრით, "ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხასიათისაა".

კომენტარები