ნაციონალური მოძრაობა

მერაბიშვილი: „ჯაბას ამნისტია“ მეორდება

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ 90-ანი წლების დასაწყისში გამოცხადებულ ამნისტიას ადარებს.

"ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთგზის განგვიხორციელებია პატიმრის შეწყალება, თუმცა ჩვენ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდით, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე არ შექმნოდა. გუშინ საქართველოს ისტორიაში მოხდა არნახული ამნისტია. მსგავსი ამნისტია საქართველოში ბოლოს ჯაბა იოსელიანის დროს განხორციელდა. ე.წ. ჯაბას ამნისტიამ რა შედეგამდე მიგვიყვანა, ყველამ კარგად იცის", – განცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში 90-იანი წლები არ გამეორდეს.

"ვიცი, რა ფასად დაუჯდა პილიციელებს ნარკომოვაჭრეებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან, უცხოეთის ჯაშუშებთან ბრძოლა და მათი დაკავება. მინდა თითოეულ პოლიციელს მოვუწოდო, გული არ გაიტეხონ და კვლავ სერიოზული შემართებით გააგრძელონ მათ წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენი ვალია, საქართველოში არ დავუშვათ 90-იანი წლების გამეორება", – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

 

კომენტარები