განათლება

დავით ბაქრაძე: მგელნი და კრავნი ერთად ძოვდნენ ბალახს

საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების პროექტის შინაარსზე შეთანხმდნენ. მის თავდაპირველ ვერსიასთან შენიშვნები ჰქონდათ როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს.

შეთანხმებით კმაყოფილი იყო საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე."უმცირესობის და უმრავლესობის წევრთა გამოსვლების დროს ბიბლიიდან ციტატა გამახსენდა: მგელნი და კრავნი ერთად ძოვდნენ ბალახს", - განაცხადა მან. ბაქრაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ცვლილებების მიღების თხოვნა საპატრიარქოდან მოდიოდა და კანონპროექტის ინიციატორ ზვიად ძიძიგურს ყველა გამომსვლელის შენიშვნის მაქსიმალურად გათვალისწინებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ჩიორა თაქთაქიშვილს ეთანხმება, მე ზურაბ აბაშიძეს და დავით ბერძენიშვილს დავეთანხმები. მინდა კმაყოფილება გამოვთქვა იმის გამო, რომ განხილვა კონსტრუქციულად წარიმართა", - ამბობს დავით ბაქრაძე.

კომენტარები