შსს-მ სენაკში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო. გამომძიებელ ნესტორ თოლორაიას თქმით რაიონული სამმართველოს პროფილაქტიკური ღონისძიების დროს მოქალაქე თენგიზ.ა-მ სამართალდამცველებს ნებაყოფლობით წარუდგინა საბრძოლო მასალა - 20 სხვადასხვა დასახელების ტანკსაწინააღმდეგო „ერ-პე-გე"-ს ტიპის ჭურვი, ერთი ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 7 სხვადასხვა დასახელების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის ჭურვი, მსხვილკალიბრიანი იარაღის ვაზნები, 7 ცალი 23 და 33 მილიმეტრიანი ქვემეხის ჭურვები, 13 ფუგასური ჭურვი და 8 „ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა, 5 ამფეთქით.
ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით აღიძრა და საქართველო სსსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.




