დაკავებები

ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს

ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. მისი ადვოკატის, დავით ხაჟალიას განცხადებით, ხეთაგურს ბრალი 338-ე მუხლით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას ითვალისწინებს და ასევე 194-ე მუხლით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს; ქრთამის აღება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია კი, სავარაუდოდ, 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატის განცხადებით, ხეთაგური თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში სახალხო დამცველმაც მოინახულა. მისი განცხადებით, ხეთაგური აცხადებს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

 

კომენტარები