დაკავებები

გვარამიასა და სხვა დაკავებულების საქმეებზე, შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგეს

ნიკა გვარამიასა და სხვა დაკავებულების საქმეებზე, შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგეს. ამ საკითხზე მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი თქმით, ხელისუფლება გამოვა ინიციატივით, რომ როდესაც საქმეები სასამართლოში წავა, ისინი განიხილონ და მოისმინონ ნაფიცმა მსაჯულებმა. ”გვინდა, საპროცესო კოდექსი შეიცვალოს და ყველა ასეთი, ზოგიერთის აზრით, პოლიტიკურად მოტივირებული, პროცესი ღიად და საჯაროდ ჟიურიმ მოისმინოს, რომ თუ აქ ჩვენი მხრიდან სხვა რაიმე უკეთურობას აქვს ადგილი, აგერ ბურთი და აგერ მოედანი", - განაცხადა კბილაშვილმა გადაცემაში დიალოგი დავით პაიჭაძესთან.

კბილაშვილმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლებას სურს, შეიცვალოს კანონი და სასამართლოებზე ვიდეოგადაღება დაუშვან, რათა ყველას მიეცეს სასამართლო პროცესების ნახვის საშუალება.

 

კომენტარები