საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები გაიმართა. არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა: მოქმედი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბეჟან ხურციძე. 

ხმის უფლების მქონე 111 დელეგატიდან არჩევნებში მონაწილეობა 107-მა მიიღო.  59-მა მათგანმა ხმა ლერი ხაბელოვს მისცა, გია ნაცვლიშვილს 43-მა, ბეჟან ხურციძეს კი 4-მა. ერთი ხმა გაუქმდა.

ლერი ხაბელოვი სოკ-ს ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კომენტარები