პალესტინის რეზოლუცია

მირილაშვილი: ივანიშვილთან პალესტინის რეზოლუციაზე არ მისაუბრია

საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ხელმძღვანელმა გაბრიელ მირილაშვილმა უარყო ამერიკულ გამოცემა American Thinker-ში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერმინისტრი ივანიშვილი მას აშშ-ის ელჩის რეკომენდაციის შესახებ ესაუბრა. სტატიის მიხედვით, აშშ-ის ელჩმა ივანიშვილს გაეროში პალესტინის არაწევრ ქვეყანად აღიარება ურჩია. გამოცემა წყაროდ მირილაშვილს იხმობდა და ამბობდა, რომ ივანიშვილისა და ნორლანდის შეხვედრის ოფიციალური აუდიოჩანაწერიც კი არსებობდა. 

ივანიშვილის პრესსამსახურმა უარყო გავრცელებული ინფრომაცია და განაცხადა, რომ ელჩსა და პრემიერს შორის ამ თემაზე საუბარია არ შემდგარა. აშშ-ის საელჩომ ასევე განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

კომენტარები