ძებნა

დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძეზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

კონტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიასა და მის მოდგილე სოსო თოფურიძეზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. მათი ძებნის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლს ძებნის გამოცხადების შესახებ, რამდენიმე დღის წინ მიმართა. 

შეგახსენებთ, დათა ახალაიასა და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს - სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. 

კუდ-ის მაღალჩინოსნები უფლებამოსილების გადამეტაში, კერძოდ, პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებული. დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი.

რაც შეეხება ოლეგ მელნიკოვს, 7 დეკემბერს უკრაინის პოლიციამ იგი კიევში დააკავა. მელნიკოვს კიევის დარნიცკის რაიონულმა სასამართლომ 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

კომენტარები