საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი

კახა კაჭარავა ზესტაფონს წლის ბოლომდე უთავკაცებს

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს კალენდარული წრის დასრულებამდე კახა კაჭარავა გაწვრთნის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახა კაჭარავა, რომელიც ამავდროულად საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელიცაა, ზესტაფონში კონსულტანტის როლსაც შეითავსებს. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა ზამთარაძე და დავით მუჯირი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გასული კვირიდან მოყოლებული აღარ არიან.

კომენტარები