ეკონომიკის სამინისტრო

წყნეთის სამთავრობო აგარაკები შესაძლოა პრივატიზაციას დაექვემდებაროს

დღევანდელი  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ წყნეთის სამთავრობო აგარაკები შესაძლოა პრივატიზაციას დაექვემდებაროს. 

ქუმსიშვილის თქმით, საუბარია 16 აგარაკზე, რომლითაც მთავრობის წევრები სარგებლობდნენ. მინისტრის მოადგილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა თანხა უჯდებოდა სახელმწიფოს მათი შენახვა და ვარაუდობს, რომ ''ეს თანხა წელიწადში მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო''.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საპრივატიზაციო პროცესები აგარაკების შეფასების შემდეგ დაიწყება. 

''ახლა რამდენიმე ოჯახს იქ ფართი იჯარით აქვთ აღებული და, როგორც ვიცი, საკმაოდ სიმბოლურ ფასად. თუ არ ვცდები, თვეში 300 ლარზეა საუბარი. როგორც კი იჯარის ვადა გავა, ეს ოჯახები სამთავრობო აგარაკებს დატოვებენ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

კომენტარები