ვიზიტი

საქართველოში ვიზიტით მყოფი კარლ ბილდტი და ნიკოლაი მლადენოვი შეხვედრებს განაგრძობენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იასეკ მიხალოვსკი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ხვდებიან.

დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთანაც, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

სტუმრები სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გამართულ დისკუსიასაც დაესწრებიან თემაზე - საქართველოს ევროპული მომავალი. 

დიპლომატები გუშინ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვი.

საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და განხორციელებული რეფორმები იყო. გარდა ამისა, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. 

 

კომენტარები