კლასიკური მუსიკა თბილისში

კონსერვატორიაში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ გაიმართება

-30 დეკემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მე-15 საერთაშორისო ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გაიმართება.

ფესტივალს ვოკალური მუსიკალური კონცერტი გახსნის, რომელშიც ზურაბ სოტკილავა, მარიონა ნაჭყებია, ქსენია ლეონიდოვა და კარინა პოღოსბეკოვა მიიღებენ მონაწილეობას.

"საახაწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში ასევე გაიმართება ჯაზის საღამო - 19 დეკემბერს, 20:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს ბექა გოჩიაშვილი გამართავს. მასთან ერთად დაუკრავენ მარკუს გილმორი და ბენ ვილიამსი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ასევე საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი კონსტანტინე შამრაის მონაწილეობით, ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი, თენგიზ ამირეჯიბის საიუბილეო საღამო და კამერული მუსიკალური კონცერტი, რომლის სოლისტიც ლიანა ისაკაძე იქნება.

საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.

კომენტარები