კლასიკური მუსიკა თბილისში

ელისო ბოლქვაძისა და ფილიპ მანის კონცერტი

 15 ოქტომბერს 20 საათზე რუსთაველის თეატრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ  ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე და ამერიკელი დირიჟორი ფილიპ მანი    თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მსმენელი მოისმენს კამილ სენ-სანსის მეორე საფორტეპიანო კონცერტს, ჟორჟ ბიზეს სიუჟეტს ოპერიდან “კარმენი” და ლეონარდ ბერნსტაინის “სიმფონიურ ცეკვებს” მიუზიკლიდან “ვესტ საიდის ისტორია”.

კომენტარები