თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: ბოკერია კოჰაბიტაციის სანაცვლოდ სისხლის სამართლის დევნების შეწყვეტას ითხოვდა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია ითხოვდა "შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის დევნები იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიცია მოქცეულიყო წესიერად და კონსტრუქციულად". წულუკიანის თქმით, ამ საქმეებს შორის იყო გირგვლიანის საქმის გამოძიებაც.

აღნიშნული განცხადება წულუკიანმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან, თომას მელიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

იუსტიციის მინისტრმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი სენატორების მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი გამოგზავნილ წერილზეც და განაცხადა, რომ წერილში "ძალიან კარგი მოწოდებაა".

"საქართველოში 25 ოქტომბრის შემდეგ არცერთი პოლიტიკური დაკავება, არცერთი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივით არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, პრობლემაც არ არსებობს", - აღნიშნა წულუკიანმა. 

კომენტარები