პოლიტპატიმრები

გედევან ფოფხაძე: ირაკლი ოქრუაშვილი არის ავანტიურისტი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ყოფილი თანაპარტიელები დაუპირისპირდნენ. 
ქართული პარტიის წევრები, რომლებიც სხვადასხვა საპყრობილეში იხდიან სასჯელს, ოქრუაშვილისა და მისი თანაგუნდელების პოლიტპატიმრების სიიდან ამოღებას კომიტეტის თავმჯდომარის პირად ინტერესებს უკავშირებენ. ისინი პოლიტპატიმრებად ცნობას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 17 დეკემბრიდან უვადო შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. 
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართული პარტიის წევრების მოთხოვნებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გამოეხმაურა. 
"მომიტევოს ირაკლი ოქრუაშვილმა და მისი პარტიის წევრებმა, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ავანტიურისტი, ზოგადად მიდის ავანტიურებზე და მისი პარტიის წევრები უბრალოდ მეცოდებიან მაგ კაცის ხელში. მეჩვენება, რომ ამ ადამიანებს უნდათ არაჯანსაღი აჟიოტაჟის გამოტანა და საერთო პროცესის დისკრედიატაცია", - განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები