საქსტატი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის მიხედვით, 2012 წლის მესამე კვარტალში 195.4 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. წინა კვარტალთან შედარებით, ინვესტიციებმა 10.9%-ით დაიკლო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ქვეყანაში 38.3%-ით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა.

საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მხრივ ლიდერობს ნიდერლანდები. აქ დარეგისტრირებული კომპანიების წილმა 25% ანუ 49.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს თურქეთი - 32.7 მილიონი აშშ დოლარით.

ეკონომიკური დარგების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში ჩაიდო - 46.1 მილიონი აშშ დოლარი. მას მოსდევს ენერგეტიკა - 40.2 მილიონი აშშ დოლარით.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე 684.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობამ 11.7%-ით დაიკლო.

კომენტარები